365 დღე | 24/7
GE / EN

სწრაფი და გამძლე გადაწყვეტა გზების შეკეთებისთვის

უსაფრთხოება
|
გზების აღდგენაორმოს ამოვსება

საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემა საფარის სწრაფი ცვეთაა — ორმოები, ბზარები, ჭების ირგვლივ ჩამოშლილი მონაკვეთები და არათანაბარი ზედაპირი. ასეთი დაზიანებები არა მხოლოდ ამცირებს გადაადგილების კომფორტს, არამედ პირდაპირ გავლენას ახდენს უსაფრთხოებაზე და ტრანსპორტის ექსპლუატაციის ხარჯებზე.

სწორედ ამ გამოწვევებზე პასუხად ევროპულ ბაზარზე, დაზიანებული ასფალტის საფარის აღსადგენად, ფართოდ გამოიყენება იტალიური ბრენდი Beton Asfalti , რომელიც სპეციალიზებულია თანამედროვე საგზაო ინსფრასტრუქტურულ ტექნოლოგიებში.

მისი ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და მოთხოვნადი გადაწყვეტაა Kalt Asphalt Plus SBS მოდიფიცირებული ცივი ასფალტი , რომელიც შექმნილია სწრაფი, ეფექტური და ხანგრძლივი შეკეთებისთვის რთულ პირობებშიც კი. ცივი, ბიტუმოვანი ნარევი გამოირჩევა მაღალი ადჰეზიით, ელასტიკურობითა და გამძლეობით, რაც მას იდეალურ გადაწყვეტად აქცევს ავტოსადგომებისა და სატრანსპორტო გზების სწრაფი და ეფექტიანი შეკეთებისთვის.

  • გამოიყენება ნებისმიერ სეზონზე, ნებისმიერ ამინდში
  • მდგრადია ყინვის, წყლის, გზის მარილის და მაღალი ტემპერატურის მიმართ (-30 °C | +80 °C).
  • არ ეკვრის საბურავებს
  • მზადაა გამოყენებისთვის — არ საჭიროებს გათბობას, შერევას ან სპეციალურ დანადგარებს
  • სწრაფი მონტაჟი — დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა შესაძლებელია რამდენიმე წუთში
  • მაღალი ადჰეზია — კარგად ებმება არსებულ ასფალტისა და ბეტონის ზედაპირს
  • იდეალურია ლოკალური შეკეთებისთვის — ორმოები, ჭების გარშემო დაზიანებები, მცირე ჩატეხვები
  • ამცირებს გრძელვადიან ხარჯებს — დროული შეკეთება აფერხებს დაზიანების გაფართოებას

Beton Asfalti-ს ტექნოლოგიები განსაკუთრებით ეფექტურია იმ გარემოში, სადაც საჭიროა სწრაფი რეაგირება და მაღალი ხარისხის შედეგი მინიმალური რესურსებით.

საქართველოში, Georgian Concrete Club-თან პარტნიორობით, ხელმისაწვდომია რამდენიმე სტრატეგიული პროდუქტი:

Idro Patch

წყალზე რეაქტიული ცივი ასფალტი - სწრაფად გამყარებადი მასალა, რომელიც იდეალურია საგზაო საფარის გადაუდებელი შეკეთებებისთვის, ნებისმიერ ამინდში.

Malta Rapid Plus

სააგზაო ჭების დასაფიქსირებელი გრაუტი – მაღალი სიმტკიცის, წნევისადმი მდგრადი ნარევი, რომელიც უზრუნველყოფს ჭების გრძელვადიან და უსაფრთხო მონტაჟს.

Kalt ASPHALT Plus

SBS მოდიფიცირებული ცივი ასფალტი – ელასტიკური, გამძლე საფარი, რომელიც მდგრადია ტემპერატურული ცვლილებებისადმი და განსაკუთრებით ეფექტურია მაღალი დატვირთვის გზებზე.

24/Apr/2026